დღეიდან ორი კვირის განმავლობაში საფრანგეთი მსოფლიო სპორტული საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე საათში პარიზში 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიხსნება. მედლები სპორტის 32 სახეობაში გათამაშდება. „პარიზი – 2024“-ის ოლიმპიადაზე 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
საქართველოს ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი. საქართველოს ნაკრების მედროშეები კი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე იქნებიან.
პარიზის ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება. ოლიმპიური თამაშების გახსნასა და ასპარეზობებს საქართველოს პირველი არხი და „პირველი არხი – სპორტი“ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.