4 400-მდე სპორტსმენი 180 ქვეყნიდან – ერთ კვირაში საფრანგეთის დედაქალაქი კიდევ ერთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს. 28 აგვისტოს პარიზში პარალიმპიადა იხსნება. მოსამზადებელი სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია. პარიზში გასამგზავრებლად ქართული დელეგაციაც ემზადება.
ეტლით ფარიკაობა, პარამძლეოსნობა, პარატაეკვონდო, პარასროლა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი – საქართველოს სახელით 14 სპორტსმენი ექვს სახეობაში იასპარეზებს, რაც წინა წლებთან შედარებით, რეკორდული რაოდენობაა.