პაატა იმნაძის განცხადება

ეპიდსიტუაციას კიდევ ერთხელ აფასებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე. ის ფაქტი, რომ რამდენიმე პირის დაინფიცირების წყარო უცნობია, პაატა იმნაძის განცხადებით, შემაშფოთებელია. თემაზე მან საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ისაუბრა.

პაატა იმნაძე განმარტავს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა, საფრთხე ჯერ ისევ დიდია. შესაბამისად, მოქალაქეებმა მკაცრად უნდა დაიცვან სპეციალისტების რეკომენდაციები – სოციალური დისტანცია და ჰიგიენის ნორმები.

აქტუალური თემა