ოთო ნემსაძე თელ-ავივიდან დაბრუნდა

„ევროვიზია 2019“-ის ქართველი კონკურსანტი, ოთო ნემსაძე თელ-ავივიდან დაბრუნდა, სადაც საკონკურსო ფოსტქარდების გადაღება მიმდინარეობდა. ეს არის საიმიჯო ვიდეორგოლები, რომლებიც კონკურსის მსვლელობისას, მონაწილეების სცენაზე გასვლამდე გავა ეთერში.

დღეიდან უკვე ოთო ნემსაძე, სცენოგრაფიის რეჟისორთან ერთად, საკონკურსო სიმღერის, სახელწოდებით „სულ წინ იარე“ დადგმაზე იწყებს მუშაობას. ევროფესტივალს ისრაელი 14-დან 18 მაისამდე უმასპინძლებს. ოთო ნემსაძე პირველ ნახევარფინალურ ტურში, მე-13 ნომრად წარდგება.

ოთო ნემსაძე – ფინალი – „სულ წინ იარე“ – ავტორი: რომან გიორგაძე