ოთო ნემსაძე, დელეგაციასთან ერთად, თელ-ავივში ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გაემგზავრა
12:15, 04.05.2019
ოთო ნემსაძე, დელეგაციასთან ერთად, თელ-ავივში ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გაემგზავრა. საქართველოს წარმომადგენელი პირველ რეპეტიციას ევროფესტივალის სცენაზე ხვალ გაივლის. რეპეტიციის შემდეგ, ოთო ნემსაძე საქართველოს საელჩოს, თელ-ავივის მერიისა და მხარდამჭერთა კლუბის ორგანიზებით დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება. მისი საკონკურსო სიმღერაა „სულ წინ იარე“ – მუსიკის ავტორია რომან გიორგაძე, ხოლო ტექსტი დიანა გიორგაძეს ეკუთვნის.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 14 და 16, ხოლო ფინალი 18 მაისს გაიმართება.