Oscar & the wolf-ის კონცერტი საქართველოში

პოპულარული მუსიკალური ჯგუფი საქართველოში ისევ ჩამოდის. ქართველ თაყვანისმცემლებს ბელგიური Oscar & the wolfის ჰიტების მოსმენის საშუალება კიდევ ერთხელ ექნებათ. კონცერტის დროს ოქტომბერი შეირჩა, ადგილი კი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ცხრა წლის წინ შექმნილი და მსოფლიოში ცნობილი ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე ცნობილ სიმღერებთან ერთად ახლადშექმნილ კომპოზიციებსაც შეასრულებს.