მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს არც ოპოზიციის ნაწილი. „მოქალაქეების“ ლიდერი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ კონკრეტულ საქმეებზე სასამართლო განაჩენი არსებობს. ალეკო ელისაშვილის თქმით, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილსაც უნდა ჰქონდეს სამართლიან სასამართლოზე წვდომა.