მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, 14 ოქტომბერს აქცია გაიმართება. „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ინიციატივას ცალკეული პარტიების გარდა, არ უერთდება ოპოზიცია. თუმცა, შესაძლოა, კონკრეტულმა ლიდერებმა დამოუკიდებლად მიიღონ პროტესტში მონაწილეობა.
„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნას არც სამართლებრივი და არც მორალური საფუძველი აქვს.