შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ახალი თემა.
პარლამენტის თავმჯდომარე „ლელოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის განხილვას არ აპირებს. გუშინდელი ზეპირი განცხადებების შემდეგ „ლელომ“ დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალურად მიმართა და მოუწოდა, რომ საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტს მოუსმინოს. მმართველი პარტია უარს რეგლამენტით და იმ არგუმენტით ხსნის, რომ ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ყოფილა. საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებს ასევე ახსენებს, რომ უკრაინის ელჩი ამ დრომდე კონსულტაციებისთვისაა გაწვეული და დიპლომატიური მისიის შესრულება ამ დრომდე არ განუახლებია. ხელისუფლებისთვის საეჭვოა ის ფაქტიც, რომ ინიციატივის წამოყენებიდან მალევე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ პრეზიდენტის აპარატთან მოლაპარაკებები აქვთ და ზელენსკი ვიდეომიმართვაზე თანახმაა.