ოპერა გალა – ვანო სარაჯიშვილი და სანდრო ინაშვილი

15:30, 12.09.2026

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოზე წარმოდგენილი თეატრალური ეპიზოდები, საარქივო მასალა და საოპერო არიები ორი გამოჩენილი ქართველი ხელოვანის ცხოვრებას, შემოქმედებით გზასა და ქართული ოპერის განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს წარმოაჩენდა.

გალაზე შესრულდა არიები ოპერებიდან: „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „კარმენი“ და სხვა ცნობილი საოპერო ნაწარმოებებიდან.
წარმოდგენის რეჟისორი იყო კოკო როინიშვილი, ხოლო მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორი ლევან ჯაგაევი.
ღონისძიებას უძღვებოდა საღამოს თანაავტორი, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე.

მსგავსი