ომის 557-ე დღე უკრაინაში. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას უპილოტო საფრენი აპარატებით ესხმის თავს. გასულ ღამეს, საოკუპაციო ძალამ ოდესის ოლქის მიმართულებით 25 დრონი გაუშვა, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მათგან 22-ის ჩამოგდება შეძლეს. თავდასხმის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი. დაზიანდა დუნაის პორტ რენის ინფრასტრუქტურაც. რუსეთის იერიშის პარალელურად, უკრაინული ძალები ამბობენ, რომ მტრის თავდაცვის პირველი ხაზის გარღვევა შეძლეს და წინ მიიწევენ. დაძაბული საომარი მოქმედებების ფონზე, ხვალ მსოფლიოს ყურადღებას სოჭი მიიპყრობს, სადაც ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის შეხვედრა გაიმართება. ორი ქვეყნის ლიდერები შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე იმსჯელებენ.