ომის 484-ე დღე უკრაინაში

ომის 484 -ე დღე უკრაინაში. ოკუპანტებმა დაბომბეს ხარკოვი და ხერსონი. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ადეევკას და მარინკას მიმართულებებზე. აღნიშნული მიმართულებებით, რუსებსა და უკრაინელებს შორის გასული დღე-ღამის განმავლობაში 40-ზე მეტი შეტაკება მოხდა. ღამის განმავლობაში განხორციელებული ავიარიშების შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, 13 კი დაშავდა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მოსაწყობად ემზადება.