უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების საომარი მოქმედებების დაწყებიდან 363-ე დღეა. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი კვლავ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებია. დონეცკის ოლქში დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი მოქალაქე. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის ძალებმა ნაღმმტყორცნებიდან გახსნეს ცეცხლი სუმის ოლქის დასახლებების მიმართულებით. ასევე უკრაინის ავიაციამ 16 დარტყმა განახორციელა ოკუპანტების ცოცხალი ძალების კონცენტრაციის ადგილზე და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამჟამად უკრაინაში მსოფლიო წესრიგის ბედი წყდება.