ქვეყნის მასშტაბით სროლისა და აფეთქების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების 16 დასახლებაში მოიგერიეს. ღამე რუსებმა იერიში განახორციელეს კრამატორსკსა და კონსტანოვკაზეც. დაზიანებულია რამდენიმე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ერთი სკოლა. სარაკეტო იერიში განხორციელდა ხარკოვზეც, უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი სამოქალაქო პირი.