რუსმა ოკუპანტებმა ღამის განმავლობაში ნიკოპოლზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქში დაზიანებულია 10 მრავალსართულიანი და რამდენიმე კერძო სახლი. ასევე სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა მილსადენი. დაიბომბა სუმის ოლქის რამდენიმე რაიონიც. რუსების სამიზნე ამჯერადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ხერსონის ერთ-ერთი ციხიდან პატიმრები გამოიყვანეს და იქ საკუთარი ჯარი და ტექნიკა განათავსეს. მათივე ცნობით, ოკუპანტები დროებით ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას ცდილობენ და ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით შეტევით ოპერაციას ახორციელებენ.