უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართავს.
ოფიციალური კიევი ოკუპანტ ქვეყანას მორიგ სამხედრო დანაშაულში სდებს ბრალს. კიევში აცხადებენ, რომ რუსეთის არმიამ განზრახ მიიტანა დარტყმა კოლონაზე, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ. დაღუპულია 50-ზე მეტი ადამიანი. უკრაინაში ამტკიცებენ, რომ რუსეთი ამ გზით დანაშაულების კვალის დამალვას ცდილობს. თავის მხრივ მოსკოვში აცხადებენ, რომ ციხე თავად კიევმა დაბომბა. არ არის გამორიცხული, მომხდართან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს. დღესვე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში ჩავიდა, საიდანაც უკრაინული ხორბლის ექსპორტი ომის შემდეგ პირველად უნდა განახლდეს.
ომის 156 დღე ლევან ახალაიას სიუჟეტში.