ომის 139-ე დღე უკრაინაში

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა დღეს მიკოლაევშია, ოკუპანტებმა ქალაქზე რამდენიმე სარაკეტო იერიში განახორციელეს. განადგურებულია ორი სამედიცინო დაწესებულება და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ბოლო მონაცემებით, იერიშების შედეგად 12 ადამიანია დაშავებული. ოკუპანტებმა იერიში განახორციელეს ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვაზა კახაოვკიზეც. ხერსონის საოლქო საბჭოს წევრის ინფორმაციით, თავის მხრივ, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს.