ომის 139-ე დღე უკრაინაში

რუსეთის საავიაციო შეტევების ახალი სამიზნეები.

დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ ჩასივიარში მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა.

საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 41 ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა ნიკოლაევიც. საომარი მოქმედებების პარალელურად უკრაინა დასავლეთს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას სთხოვს. ამ ფონზე კიევის უკმაყოფილებას იწვევს კანადის ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის აღსადგენად გერმანიას გაზის ტურბინა დაუბრუნეს. ზელენსკისთვის კანადის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიმართ დათმობას ნიშნავს. ცალკე გამოწვევაა უკრაინული პორტების ბლოკადის გამო მარცვლეულის დეფიციტით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისი. პორტებზე ბლოკირების მოხსნის გზებს რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლები გაერო-ს და თურქეთის მხარის მონაწილეობით სტამბოლში განიხილავენ.