ომი უკრაინაში - შეთანხმებული და სადავო სანქციები

რუსეთის წინააღმდეგ ბრიუსელმა სანქციების ახალი პაკეტი მიიღო.

რუსულ ოქროზე ემბარგო და ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვის გაფართოება – ასეთია მეშვიდე პაკეტის მთავარი მიმართულება. რუსულ გაზზე დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირება და ალტერნატიული გზების ძიება ევროპის ქვეყნებისთვის პრიორიტეტულ ამოცანად რჩება, თუმცა ახალი სანქციები ენერგორესურსებზე არ ვრცელდება. სანქციების გზით მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევებს არ წყვეტენ. მსოფლიო ყურადღების ცენტრში ახლა უკრაინის ქალაქი ვინიცაა, რომელიც მტრის მორიგი სამიზნე გახდა. ქალაქზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა. საომარი მოქმედებების ეპიცენტრშია სლავიანსკი და ბახმუტი.