ომი უკრაინაში - სამხედრო და პოლიტიკური ფაქტორები

რუსეთის მორიგი დანაკარგი – ამჯერად შავი ზღვის ფლოტში.

ყირიმის ნახევარკუნძულთან კიდევ ერთი რუსული სამხედრო ხომალდი ჩაიძირა. ოპერაცია უკრაინის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა. უწყების მტკიცებით, აღნიშნულ ხომალდს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ომშიც იყენებდა. ისევ რთული ვითარებაა ფრონტის ხაზზე. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ბომბავს. დღეს რამშტაინის ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც შეთანხმდნენ, რომ უკრაინა წელს, შარშანდელთან შედარებით, მეტ საბრძოლო მასალას მიიღებს. ნატოს წევრი ქვეყნები აშშ-ის კონგრესს მოუწოდებენ, უკრაინის სამხედრო დახმარების სადავო პაკეტი დროულად დაამტკიცოს.