ომი უკრაინაში - მოსკოვის პირობები და ბრიუსელის პასუხი

პუტინი უკრაინის ომის დასასრულებლად საკუთარ პირობებს ასახელებს – ევროპის კონტინენტზე მიმდინარე საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, მოსკოვისა და ბრიუსელის განსხვავებული პოზიციები დღეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა. რუსეთის პრეზიდენტმა ომის დასრულების სანაცვლოდ, კიევისგან ტერიტორიების დათმობა, ნატო-ს წევრობაზე უარი და ნეიტრალიტეტი მოითხოვა. მოსკოვი ასევე ითხოვს, რომ ევრაზიაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შეიქმნას.

თუ მანამდე პუტინი ამტკიცებდა, რომ ევროპა რუსეთის ინტერესში აღარ არის, დღეს ხაზი გაუსვა, რომ გეოგრაფიას ვერავინ შეცვლის და რომ რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს თანაცხოვრება მოუწევთ. უკრაინისგან ტერიტორიების დათმობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება როგორც უკრაინის ხელისუფლება, ასევე დასავლეთი. ნატო-ს სამიტის მონაწილეები უკრაინის დახმარების გაზრდაზე შეთანხმდნენ, აშშ-მა კი უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში ათწლიანი შეთანხმება გააფორმა.