ბოლო მუქარის შემცველი განცხადებიდან ერთი კვირის დღის შემდეგ პუტინი კონკრეტულ ქმედებებზე გადადის.
დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთიდან უკრაინის საზღვრისკენ, სავარაუდოდ ბირთვული იარაღის გადამტანი მატარებელი გაუშვეს. საუბარია საიდუმლო ბირთვული სამმართველოს მიერ მართულ მატარებელზე. ანალიტიკოსების შეფასებით, ფრონტის ხაზზე გაუარესებული პოზიციების ფონზე რუსეთი საკუთარი ძალების და ბირთვული იარაღის გამოყენების მზადყოფნის დემონსტრირებას ახდენს. დასავლეთის ქვეყნებისთვის ყოველდღე სულ უფრო რეალური ხდება იმის ალბათობა, რომ მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. მედიის ცნობით, პოტენციურ საფრთხეებზე ნატოს მხრიდან ორგანიზაციის წევრები უკვე გაფრთხილებულები არიან. პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევითი ოპერაციებით წინსვლას განაგრძობენ. გადაწყვეტილება, რომ უკრაინა რუსეთის მოქმედ პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს არ გამართავს, დღეს დოკუმენტურადაც დადასტურდა.