ქვეყანაში რუსეთის არმიის შეჭრიდან 203-ე დღეს, უკრაინის არმიამ კონტრშეტევითი ოპერაციის ფარგლებში ტერიტორიების გათავისუფლება ხარკოვის რეგიონში დაიწყო.
უკრაინის არმიის დანაყოფები რუსეთის საზღვარს უახლოვდებიან. უკრაინის ჩრდილოეთში წარმატებების პარალელურად, ბრძოლა მიმდინარეობს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში. რუსეთის საოკუპაციო ძალები ისევ ბომბავენ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. უკრაინის ომი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დღეს სტრასბურგშიც, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტს მოუსმინეს და კიევს დახმარება აღუთქვეს. ევროპარლამენტში ევროგაერთიანების პრობლემურ საკითხებზე დებატებიც გაიმართა.