უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ავიაიერიშები არ წყდება.
ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკთან ერთად სამიზნე ხდება დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი სლავიანსკი, დაიბომბა ქალაქი მიკოლაევიც. დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებებში სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლად კიევი დასავლეთისგან მძიმე შეიარაღების და შორ მანძილზე მოქმედი სისტემების დროულად მიწოდებას მოითხოვს. შესაბამისი დაპირებები უკრაინამ უკვე მიიღო ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებისგან. გრძელდება სოლიდარობის და მხარდაჭერის გამომხატველი ვიზიტებიც. საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და რუმინეთის ლიდერების შემდეგ უკრაინაში დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერი ჩავიდა.