ლუგანსკის ოლქში სკოლაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, 62 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. რუსეთი უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე იერიშებს განაგრძობს. ისევ რთული ვითარებაა მარიუპოლში, მთავრობის განცხადებით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და ხანდაზმული გამოიყვანეს და ახლა ევაკუაციის მეორე ფაზისთვის ემზადებიან. „აზოვის“ მებრძოლები კი მთავრობის ქმედებებით უკმაყოფილოები არიან. დღეს უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, კანადის პრემიერი და სხვა ევროპელი მაღალჩინოსნები ჩავიდნენ.