ომის 591-ე დღე უკრაინაში – ოდესის რეგიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანია დაშავებული. ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსების სამიზნე სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურა იყო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაკეტის ნამსხვრევებმა და აფეთქების ტალღამ ხანძარი გამოიწვია და რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა.
პარალელურად, უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები წარმატებულ კონტრშეტევას აგრძელებენ და ოკუპირებულ ტერიტორიებს ხერსონის მიმართულებით ეტაპობრივად ათავისუფლებენ.