ომი უკრაინაში - 550-ე დღე

ომის 550-ე დღეა უკრაინაში. რუსეთმა ღამის განმავლობაში ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუტია. კურსკში უპილოტო საფრენი აპარატი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩამოვარდა, შედეგად არავინ დაშავებულა. ომის შემსწავლელი ინსტიტუტში აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროები მოწინააღმდეგის თავდაცვითი პოზიციების გარღვევასთან ახლოს არიან. სამხედრო ანალიტიკოსების ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა დასავლეთ ზაპოროჟიეს რეგიონში ტაქტიკურად მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.