ომი უკრაინაში - 522-ე დღე

რუსეთი უკრაინის ტერიტორიების დაბომბვას აგრძელებს. საოკუპაციო ძალამ სუმის ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელა და ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას დაარტყა. შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 5 პირი. შემთხვევის ადგილზე, სადაც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, პოლიცია, მაშველები და ექიმები მუშაობენ. გასულ ღამეს რუსეთმა ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონების დაბომბვაც სცადა და შაჰიდის ტიპის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, თუმცა უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ყველა მათგანის განეიტრალება შეძლეს.