უკრაინაში ომის 354-ე დღეა. ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე რეგიონზე განახორციელეს იერიშები. აფეთქების ხმა ისმოდა ხარკოვსა და სუმში. ხარკოვში დაშავებულია ერთი ადამიანი. ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის განცხადებით, რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაზე მასშტაბური შეტევის მომზადება. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი კი ამბობს, რომ უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში დომინირება ჩამოართვა. ტრადიციულად, გვიან ღამით მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტმა მიმართა. ვოლოდიმერ ზელენსკიმ ამჯერად სახელმწიფო და ძალოვანი უწყებების გამჭვირვალედ მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.