უკრაინაში ომის 304-ე დღეა. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის ხმა ისმის. გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის არმიამ დაბომბა ნიკოპოლი, ხერსონზე კი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა თითქმის 60 ადამიანი, მათგან 20-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამასთან, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსებმა ბახმუტში ჯარის წინსვლის სიჩქარე შეანელეს. ინსტიტუტის მონაცემებით, დეკემბრის თვეში რუსეთმა გაცილებით ნაკლები შეტევა განახორციელა, ვიდრე ოქტომბერში.