უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ათ დასახლებულ პუნქტში საოკუპაციო ძალების თავდასხმები მოიგერიეს. ბოლო 24 საათში დონეცკში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთმა სამი სარაკეტო და ათი საავიაციო დარტყმა განახორციელა. ასევე 62-ჯერ გაისროლა რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან, რის შედეგადაც მსხვერპლია ხერსონში.
რუსებმა დაბომბეს სუმის ოლქის ორი დასახლებაც. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული ტერორი უპასუხოდ არ დარჩება.