მორიგი მასშტაბური სარაკეტო იერიში უკრაინაზე.
თავდასხმის სამიზნე ქვეყნის რამდენიმე ქალაქი გახდა. მათ შორის დაიბომბა კიევიც. დილიდან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. მსხვერპლია მოსახლეობაში. სარაკეტო ჭურვები მოხვდა საცხოვრებელ სახლებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით რამდენიმე სახეობის ათეულობით რაკეტა გაუშვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ მათგან მხოლოდ ნაწილის ჩამოგდება შეძლო. ბოლო პერიოდში ავიაიერიშების გახშირების მიუხედავად, აშშ-სა და ევროკავშირში უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხი ისევ ღიად რჩება.