რუსეთი უკრაინულ ქალაქებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას განაგრძობს. საჰაერო იერიში განხორციელდა დნიპროზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამიზნე კერძო საწარმოები იყო. მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა სუმის ოლქი. რაკეტები და ჭურვები ოლქის ოთხი დასახლების მიმართულებით გაუშვეს. ვინიცაში კი ოკუპანტებმა თბოელექტროსადგურზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც ქალაქ ლადიჟინში გათბობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოკუპანტები ყოველდღიურად ბომბავენ ხერსონს, ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს, რომ ყოველი განადგურებული ობიექტი აღადგინოს.