ომის 277-ე დღე უკრაინაში. საოკუპაციო ძალებმა დილიდან კრივი-რიჰი და ზაპოროჟიე დაბომბეს. ასევე დარტყმა განხორციელდა ხერსონის ოლქის დასახლება ჩერნობაევკაზე, სადაც უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ბავშვია დაშავებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში გრადებიდან და მძიმე არტილერიიდან ინტენსიურად იბომბებოდა დნეპროპეტვსკის ოლქის დასახლებები. დნიპროზე გუშინ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 12 ადამიანი დაშავდა. უკრაინის ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მტრის იერიში ხუთ რაიონში მოიგერიეს და საპასუხო დარტყმა მტერს ძალის კონცენტრაციის 11 რაიონზე მიაყენეს. ამასთან, კიევსა და მოსკოვს შორის ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, რუსეთის ტყვეობიდან 12 უკრაინელი გათავისუფლდა. მათ შორის არიან მარიუპოლის, ჩერნობილის ბირთვული სადგურისა და კუნძულ ზმეინის დამცველები.