უკრაინის არმია ისევ განაგრძობს კონტრშეტევას – ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების კუთვნილი საბრძოლო მასალის ხუთი საწყობი, ბაზა, შტაბი და სამეთაურო პუნქტი დაბომბეს. შეტევა ქვეყნის სამხრეთით ხორციელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა შვიდი დასახლებული პუნქტის მიმართულებაზე მოიგერიეს.
რაც შეეხება რუსეთს – ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსეთის საარმიო ნაწილებმა უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და შვიდი საავიაციო დარტყმა განახორციელეს. ოკუპანტების სამიზნე სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები გახდა. დაბომბვის შედეგად უკრაინაში 35 დასახლებული პუნქტი დაზარალდა.