უკრაინაში ომი ისევ გრძელდება – რუსეთმა კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში ზაპოროჟიეზე. დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. საარტილერიო შეტევა განხორციელდა სუმის ოლქზეც.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველაზე რთული მდგომარეობა ხარკოვსა და ჟიტომირშია. პრეზიდენტის თქმით, შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ უკრაინელებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეთ. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თითოეულ მებრძოლს და თქვა, რომ უკრაინას სხვა არჩევანი, გარდა გამარჯვებისა, არ აქვს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, გაამკაცრონ სანქციები რუსეთის მიმართ.