ომი უკრაინაში

უკრაინაში შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ რუსეთი უკრაინის ტერიტორიის ანექსიისთვის ახალ წინაპირობებს ქმნის.

მოსკოვის წაქეზებით დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში მყოფმა სეპარატისტებმა მითითებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან მიერთების მიზნით ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. ინიციატივას მოსკოვის სრული მხარდაჭერა აქვს. კრემლი უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ მოკავშირეებს დახმარებას ჰპირდება. სავარაუდოდ მოსკოვი ყირიმის სცენარის გამეორებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებას წინ მოსკოვის გადაწყვეტილება უძღოდა, რომლის მიხედვით დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონები რუსეთმა დამოუკიდებლად აღიარა და მათი დახმარების პირობა დადო.