ომი უკრაინაში - 156-ე დღე

უკრაინის სხვადასხვა რეგიონში სროლის და აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. რუსეთის ძალებმა მიკოლაევს კასეტური ჭურვებით გაუხსნეს ცეცხლი, არიან დაშავებულები. რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს ხარკოვის ცენტრზე. ქალაქის მერის ინფორმაციით, იერიშის შედეგად ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლი და სასწავლო დაწესებულება დაინგრა. ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, რუსეთი ახლა ფოკუსირებულია ბახმუტზე, სადაც შეტევისათვის ემზადება. ბახმუტზე ღამის განმავლობაში რამდენიმე სარაკეტო იერიში განხორციელდა, ბოლო მონაცემებით დაღუპულია სამი ადამიანი.