ომი უკრაინაში - 137-ე დღე

უკრაინაზე რუსეთის საჰაერო იერიშები გრძელდება. დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილია 15 ადამიანი. ნანგრევებში მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ. ავიადარტყმა განხორციელდა ხარკოვზეც. ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, მეორე სასწავლო დაწესებულებას. უნივერსიტეტი თითქმის მთლიანად დანგრეულია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელები ამ ეტაპზე ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას ცდილობენ. აქტიური საომარი მოქმედებების პარალელურად კი, რუსი სამხედროები მოსკოვში გმირობისთვის დააჯილდოვეს.