გაძლიერებული შეტევა ლუგანსკის ოლქზე.
სევეროდონეცკი დარტყმების მთავარი სამიზნეა. ოლქის ყველაზე დიდ ქალაქში გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობს. იყო ქალაქის ალყაში მოქცევის რამდენიმე მცდელობა, რომელიც უშედეგო აღმოჩნდა. ინტენსიურად იბომბება სევეროდონეცკთან ახლოს მდებარე ლისიჩანსკიც. სარაკეტო დარტყმების სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა ნიკოლაევის რაიონი, საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩება ხარკოვის ოლქიც. ომის პარალელურად სულ უფრო მწვავდება უკრაინული მარცვლეულის ბლოკადის შედეგად შექმნილი გლობალური სასურსათო კრიზისი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უკრაინული ექსპორტის სასწრაფოდ განბლოკვას მოითხოვს და რამდენიმე ქვეყანაში მოსალოდნელ შიმშილის საფრთხეზე საუბრობს.