ომბუდსმენის არჩევა - უშედეგოდ დასრულებული კონსულტაციები

ომბუდსმენის არჩევის საკითხი კვლავ გაურკვეველია. აირჩევს თუ არა პარლამენტი სახალხო დამცველს 90 ხმით – ეს ხვალ გახდება ცნობილი. კონსულტაციები გაიმართა, მაგრამ პოლიტიკური სპექტრი საერთო კანდიდატზე ვერ ჩამოყალიბდა. მმართველ გუნდში მიზეზად ოპოზიციის ხისტ დამოკიდებულებას ასახელებენ.

ოპოზიციის ნაწილის განმარტებით კი, მმართველ პარტიას არ სურს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა. მიუხედავად ყველაფრისა, მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ სესიაზე ოპონენტების კონსტრუქციულ ნაწილთან შეთანხმება შედგება.