მელიას, დოლიძეს და კუპრავას უკვე შეხვდა ომბუდსმენის წარმომადგენელი. მელიამ მას პოლიციის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ისაუბრა. სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ უკვე აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება.