პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი ოლიმპიადის ფინალშია. ქართველი დებიუტანტი ნახევარფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელს დაუპირისპირდა და 5-0 დაამარცხა.
დღესვე, კარიერის განმავლობაში პირველი ოლიმპიური ოქროს მოპოვებას შეეცდება გენო პეტრიაშვილი, რომელიც ფინალში ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება. 22:30 საათიდან კი ოლიმპიურ თამაშებში ჩაერთვება ძალოსანი ლაშა ტალახაძე, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი მესამე ოლიმპიური ოქროსთვის იბრძოლებს.
პარიზში ოლიმპიადის დაწყების დღიდან მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი, ნიკა ბერაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში – როგორია მოლოდინები?