გერმანიის კანცლერმა უკრაინისთვის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ინფორმაციას გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს. სტატიის მიხედვით, ბერლინი ასევე მისცემს უფლებას სხვა მოკავშირეებს, მათ შორის პოლონეთს, გერმანული ტანკები კიევს მისცეს.
ოლაფ შოლცის გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „სი-ენ-ენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ტანკ „აბრამსების“ გასაგზავნად სამზადისი ვაშინგტონშიც დასასრულს უახლოვდება. ამასთან, „ეი-ბი-სი“-ს ცნობით, გასულ კვირას რამშტაინის ბაზაზე გამართული შეხვედრის მონაწილე 12 ქვეყანა უკრაინას 100 ტანკს გაუგზავნის, როგორც კი გერმანია „ლეოპარდების“ რეექსპორტის ნებართვას გასცემს.