ნუცა ბუზალაძემ სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია გამართა

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია გამართა. ალბომი „ბრავო რექორდსში ჩაიწერა. ის სამენოვანია, მასში თერთმეტი ახალი სიმღერაა წარმოდგენილი. ოთხი მათგანი თავად ნუცას ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი შვიდი – ცნობილ კომპოზიტორებსა და ტექსტის ავტორებს.

ალბომი „ნუცა 22“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება. პრეზენტაციის ფარგლებში, ასევე შედგა ვიდეოკლიპის პრემიერაც. ვიდეოკლიპი რუსა მორჩილაძის ახალ სიმღერაზეა გადაღებული, სახელწოდებით „გელოდები“. კლიპის რეჟისორი  ზაზა ორაშვილია, პროდიუსერი კი შაკო პოპიაშვილი.