ვლადიმერ პუტინის უკანონო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, CNN-ის ეთერში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიების ანექსია პუტინს საშუალებას მისცემს, გამოიყენოს ისეთი იარაღი, რომლის გამოყენების საშუალება მას აქამდე არ ჰქონია.
შეკითხვის პასუხად ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ რუსულ აგრესიას და აგვისტოს ომს დასავლეთიდან და საერთაშორისო საზოგადოებიდან შესაბამისი გამოხმაურება არ ჰქონია.