საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიასა და გიგი უგულავას სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საქმეებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სტრასბურგის სასამართლო სარჩელებს სტანდარტული პროცედურით განიხილავს და გადაწყვეტილების მიღებას, სულ მცირე, ორი წელი დასჭირდება.
მათივე განცხადებით, საქართველოს მთავრობას სამივე საქმეზე მყარი არგუმენტები აქვს. როგორც დღეს ნიკა მელიამ და მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, მელიას დაკავების საქმეზე სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო. სარჩელი სტრასბურგში მარტში გაიგზავნა.
გიორგი კობერიძე დეტალებით.