ნიკა მელია ამნისტიაზე უარს ამბობს – მას შემდეგ, რაც ამნისტიის კანონი ძალაში შევიდა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ბრალდების საქმეზე დღეს პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე დაინტერესდა, აპირებს თუ არა ბრალდებული კანონით გათვალისწინებული ამნისტიით ისარგებლოს. მას შემდეგ, რაც მელიას ადვოკატებმა ამნისტიაზე უარი განაცხადეს, პროცესი მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა.
რა არგუმენტები უთხრეს მოსამართლეს ადვოკატებმა და რა თქვეს დღეს დაკითხულმა მოწმეებმა, გიორგი კობერიძე ჩაგვერთვება სასამართლოდან პირდაპირ ეთერში.