ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმის განხილვა იწყება
ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების საქმის არსებითი განხილვა იწყება. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ შესავალი სიტყვა უნდა თქვას.
ამ საქმეზე ნიკა გვარამიას „რუსთავი2“-ის ქონების გაფლანგვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას კი ტელეკომპანიის ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა ედება ბრალად. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტების დამზადებას ედავება გამოძიება.