ნიკა გვარამიას განაჩენი - აქცია საქალაქო სასამართლოსთან

ნიკა გვარამიას სასამართლოს სხდომის პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მისი ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. ადგილზე იმყოფებოდნენ ტელეკომპანია „მთავარის“ თანამშრომლები, ასევე სხვადასხვა მედიასაშულებების, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.